არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცის" შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ "კულტურისა და ხელოვნების ცენტრში" გაიმართა ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს კინოჩვენება.
მწარმოებელი კომპანია - "დაკარგული ლეგენდები".
კინოჩვენებას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი და დაინტერესებული საზოგადოება.
,,ასეთი მოვლენა, ასეთ ღვაწლმოსილ ადამიანზე, ფილმის პრეზენტაცია ძალიან დიდი პატივია დმანისისათვის და დმანისელებისათვის - უმასპინძლოს საქართველოს ისტორიამ (დმანისმა) საქართველოს ისტორიას (ექვთიმე ღვთისკაცს)" - აღნიშნა დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.