მიმდინარე წლის 6 თებერვალს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დმანისის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა.
გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „დმანისის ეტალონ მოსწავლეს“, ანი სუბელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
ამასთან, დმანისის N1 საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.