სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დმანისს ესტუმრა. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 6 თებერვალს დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. ინტელექტ-შეჯიბრში დმანისის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი, საკრებულოს თანამშრომლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.მედიაპროექტ „ეტალონის“ დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გამარჯვებულს მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„სასიამოვნო ემოციაა ამ აუდიტორიაში ყოფნა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, რომ აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში".
აღსანიშნავია, რომ პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.