დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა
16 მარ 2018
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მოადგილესთან ბადრი სუბართან ერთად სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან მახარაშვილს, მის მოადგილესა და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გააცნო, რაც მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: სახელმწიფო ენის სწავლებასა და დარგობრივ პროგრამებს.

ჟვანიას სკოლის დირექტორმა მუნიციპალიტეტის მერს ასევე სკოლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2554
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები