დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარის პირველი პირი მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქ დმანისის, სოფლების: უსეინქენდის, კამიშლოს და პატარა დმანისის მოსახლეობას და პირადად მათგან მოისმინეს არსებული პრობლემების შესახებ.
,,2018 წლის ბიუჯეტის დაფინანსებით დმანისის მუნიციპალიტეტში უკვე გაწერილია 25 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება საერთო ღირებულებით 3 189 398 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მოთხოვნილია 9 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ღირებულებით 4 519 035 ლარი. ადგილობრივ ბიუჯეტში ჭარბი შემოსავლებისა და სხვადასხვა ფონდიდან მოძიებული თანხებით მდგომარეობა კიდევ შეიცვლება" - ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.