დღეს, დედათა და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და სტუდიების მონაწილეობით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დარბაზში მყოფ დედებს და ქალებს გაზაფხულის დღესასწაულები სცენიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მიულოცა და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი ქალის როლი დმანისის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, რაოდენ დიდია დედის როლი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების, მათში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივების საქმეში.
ღონისძიებას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია, ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ინტერნაციონალური ანსამბლის ,,დმანისური აისი"-ს უხუცეს წევრს ფედოსია დემენტიევას მიულოცა გაზაფხულის დღესასწაულები და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიის, საკრებულოს, ა(აიპ) სამსახურის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.
სიახლეები
ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება
17 მარ 2018
მნახველთა რაოდენობა: 2545
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
201
დეკ 30 ორშ 2024
680
ნოემ 22 პარ 2024
611