დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად ქალაქ დმანისში 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომოდ ნობათი გადასცა.
,,დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ყურადღება, მხარში დგომით და ერთმანეთის ტკივილის გულთან ახლოს მიტანით ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ. ჩემი სურვილია არცერთ ოჯახს სოციალური თუ სხვა სატკივარი აღარ ჰქონდეთ" - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.