დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,გაიცანი დმანისი" - გრიგოლ ნემსაძის ინიციატივით დმანისში მედიატური მოეწყო
13 აპრ 2018
 

მიმდინარე წლის 13 აპრილს ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში მედიატური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გაეცნენ დმანისის ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერეს დმანისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს ინფორმაცია ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი

,,დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლში მდებარეობს. მას დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფი.
დმანისში წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გაკეთება, რომელიც იზრუნებს მარშრუტების შექმნასა და ეკიპირებაზე, რეკლამაზე, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების საინფორმაციო ბაზების მოძიებაზე, ექსკურსიამძღოლებისა და მოლაშქრეების დატრენინგებაზე. დმანისის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია განვითარდეს სატრანსპორტო, საფეხმავლო და აგროტურიზმი, ასევე – კულინარული ტურიზმი".

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5748
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1816
ივნ 24 ოთხ 2026
1814