მიმდინარე წლის 14-15 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ქორეოგრაფიულ ფესტივალს.
ორ დღიან ფესტივალს ორგანიზება გაუწია ბავშვთა სანიმუშო-სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,მართვეს" ქორეოგრაფმა თეიმურაზ ტატიშვილმა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, გორის, ქარელის და დმანისის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
ფესტივალს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადოება.