დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აღდგომიდან - ამაღლებამდე
17 აპრ 2018
 

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და სტუდიების მონაწილეობით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებამ გააერთიანა დედა ენის დღე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და სიყვარულის დღე.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ დმანისის ,,სულთმოფენობის“ ტაძრის მამები, არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ ისაუბრა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე.
ასევე ქართული ენის ფილოლოგები, რომლებიც საინტერესო საუბრით ჩაერთვნენ ღონისიებაში. ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება დასრულდება სიყვარულის თემატიკით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადოება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4875
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
57
მაი 15 პარ 2026
54