დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში უანგარო დონორთა აქცია გაიმართა
19 აპრ 2018
 

ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით დმანისში დღეს უანგარო დონორთა აქცია - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დეპუტატებმა, შსს სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის დმანისის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობის მიზანი სისხლის ბანკისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომლებსაც სისხლის გადასხმა ყოველდღიურად ესაჭიროებათ. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად არის თანადგომა გამოუცხადოს და ჩაერთოს მსგავს კეთილშობილურ აქციებში. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გარდა რეციპიენტისა, სარგებელს სისხლის დონორიც იღებს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგად სისხლი ახალგაზრდავდება. დონორთა მიერ ჩაბარებულ სისხლს კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები უტარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4566
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1816
ივნ 24 ოთხ 2026
1814