დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა
24 აპრ 2018
 

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. 
მობილური ლაბორატორია სოფელ ბოსლებში 11:00 საათიდან, ხოლო სოფელ აზკაკლიანში 13:00 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა ჩაეტარებინა ,,С" ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.
ა(აიპ) დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა 113 - მდე მოქალაქეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4563
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1813
ივნ 24 ოთხ 2026
1812