დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტურისტული ფორუმი
27 აპრ 2018
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.

ფორუმის მიზანია, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ვიზიტორებისათვის, ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრება და არსებულის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება.

შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა ყურადღება გაამახვილა დმანისის ტურისტულ შესაძლებლობებზე.,,ქვემო ქართლის რეგიონში, ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, აქტიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონს ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი გააჩნია. გარდა ისტორიული და საკულტო ღირსშესანიშნაობებისა, ქვემო ქართლის ბუნებრივი პირობები გვაძლებს შესაძლებლობას აგრო, რეკრეაციული, ეკო, ველო, სამთო,სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სხვა სახის ტურიზმი განვავითაროთ. არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური ხელშეწყობით, ქვემო ქართლში, აღნიშნული მიმართულებები, კიდევ უფრო მეტად, განვითარდება“-განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ. ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის მხარის შესახებ და მოეწყო თემატური დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2901
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები