დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

არასრულწლოვნებს შორის დანაშაულის პრევენციის საკითხების განხილვა
04 მაი 2018
 

მიმდინარე წლის 3 მაისს ქალაქ რუსთავში "სიდას" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლი დანაშაულის პრევენციაში". შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას "სიდას" და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, ისაუბრეს მოზარდთა რთული ქცევის გამომწვევ მიზეზებზე და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე. შეხვედრა გაიმართა პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიდა“ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრსა (GCRT) და ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2508
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები