დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში საკრებულოს გენდერული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
04 მაი 2018
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამტკიცდა დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ღობნისძიებათა 2018 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 
საბჭო განისაზღვრულია 7 წევრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - სოფიო ასლამაზაშვილი, ბაბჭოს მდივანი გახლავთ საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ციხელაშვილი, საბჭოს შემადგენლობაში კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ქეთევენ მარტიაშვილი არიან. გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც "გენდერული თანასწორობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4456
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
81
მაი 15 პარ 2026
79