დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა
14 მაი 2018
 

ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 მარტიდან დაიწყო სამწლიანი პროექტი, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლენას, მართვის გაუმჯობესებასა და სკრინინგს გულისხმობს. პროგრამის განხილვის სამუშაო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომელსაც პროექტში ჩართული ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან მინდელმა შეკრებილ საზოგადოებას იმ პროექტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ადგილობრივ დონეზე მოხდება რისკ ჯგუფების დასკრინინგება სოფლის ექიმებისა დაწითელი ჯვრის მობილური ჯგუფის მიერ, რომელიც იმოძრავებს მუნიციპალიტეტის სოფლებში და გააკეთებს ტესტირებას.  პროგრამა მუნიციპალიტეტის მედპერსონალის გადამზადებასაც მოიცავს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადვოკატირებაც. მოხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობა, არსებული პრობლემატიკის გამოვლენა დიაბეტის მართვის კუთხით და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. გარდა ამისა ჩატარდება 2 კვლევა სამედიცინო პერსონალს, მოსახლეობასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. კვლევის მიზანია არსებული მდგომარეობის გამოვლენა, კერძოდ როგორია მოსახლეობაში მეორე ტიპის დიაბეტთან დაკავშირებით ცოდნის დონე, რა პრობლემა აქვს მედპერსონალს მეორე ტიპის დიაბეტის მართვაში და როგორ შეიძლება მოხდეს მუნიციპალური დაფინანსების მოპოვება. პროექტის დასასრულს ჩატარდება დასკვნითი შეფასებითი კვლევა, რომელიც სამი წლის განვალობაში ჩატარებული ღონისძიებების პროგრესს გამოავლენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2794
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები