დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“
21 მაი 2018
 

„ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“. 
ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და მუნიციპალიტეტში მოიცავს ორ დღეს: 21-22 მაისს. დღეს მოეწყო ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები გაეცნენ ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის მეორე დღეს 22 მაისს 13:00-15:00 საათზე გაიმართება კინოჩვენებები. ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ ქუჩის თეატრალიზებულ მსვლელობას ე.წ. „ბარაბან-შოუს“. ბავშვებისთვის კინოჩვენებამდე გაიმართება წამახალისებელი ვიქტორინა თემაზე „ქართული ანიმაციის ისტორია“. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ანიმაციური ფილმების DVD დისკებს. ფესტივალის დასასრულისთვის ნაჩვენები იქნება ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც მაყურებელს თავად ავტორები წარუდგენენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4627
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1813
ივნ 24 ოთხ 2026
1812