ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ,,შგარიდა“ ,,ირინოლა“, ,,დმანისური აისი“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბავშვთა - ქართული ხალხური ცეკვის, ქართული ხალხური სიმღერის, ქართული ხალხური საკრავების, საესტრადო სიმღერის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვის, თეატრალური სტუდიები. მოწვეული იყო ააიპ ,,სამუსიკო სკოლის“ გუნდი და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“. დამსწრე საზოგადოებას 26 მაისის 100 წლის იუბილე სცენიდან მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა. ,,ჩემი ხატია სამშობლო “ - ,,ჩემი ხატია სამშობლო “ - რუბრიკით საბავშვო ბაღის უფროსი ასაკის აღსაზრდელებმა მოხატეს ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფილაქნები. ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი. ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვის სტუდიამ სახეზე მოხატა მსურველები.
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
29
ნოემ 14 ხუთ 2024
337
ნოემ 12 სამ 2024
451
ნოემ 08 პარ 2024
513
ნოემ 01 პარ 2024
717
ოქტ 31 ხუთ 2024
617