დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა მიდმდინარეობს
29 მაი 2018
 

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ - ს ფარგლებში, ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა მიდმდინარეობს

პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი.

პროგრამა ითვალისწინებს ვენახის გაშენებას, საოჯახო ტიპის მარნების მოწყობას, მაღალპროდუქტიული პირუტყვის ფერმის მოწყობას, რძის გადამამუშავებელი მიკრო საწარმოს მოწყობას, საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობას და სხვა საინტერესო მიმართულებებს.

შეხვედრაზე დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს გააცნობენ პირობებს, რაც ხელს შეუწყოს ახალგაზრდებს კვალიფიციური განაცხადების მომზადებაში, იდეის სწორად ფორმირებასა და ბიზნესის განვითარებაში.

პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის IFAD ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრას უძღვებიან: დავით თამარაშვილი და მაია ალექსიძე.

შეხვედრის დასასრულს დასმულ კითხვებს გაეცემა პასუხი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ: მაია ალექსიძეს - 595 07 52 50 არასამთავრობო ორგანიზაცია „აგროსერვისი“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2749
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები