დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გომარეთში "მკითხველის თეატრი" - ს ოთახი გაიხსნა
31 მაი 2018
 

დღეს სოფელ გომარეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო მამადაშვილის ინიციატივით "მკითხველის თეატრი"- ს ოთახი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნა თოჯინების თეატრი "პინოქიოს თავგადასავალი", მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები ინგლისურ ენაზე განასახიერეს. საზეიმო გახსნას ესწრებოდნ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ქ. დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, მშობლები და დაინტერესებული საზოგადოება.
ინიციატივის ავტორს, სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ოქრიაშვილმა და სპექტაკლებისა და მაყურებლის სიმრავლე უსურვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5503
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
90
მაი 15 პარ 2026
92