დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერმა საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
01 ივნ 2018
 

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტთან ბატონ ლაშა აბაშიძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა. მშენებლობა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დასრულდება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვან პროექტი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება ტერიტორიის შემოღობვა სკვერით, გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. კერძოდ გაფართოვდება საზოგადოებრივ ცენტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყობა გარე განათების სისტემა. ცენტრის საშუალებით მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს 200 -ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. აიღოს დაბადების, ქორწინების მოწმობები, ატესტატი და ა.შ. აღნიშნული ცენტრის მშენებლობა მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საკუთრების რეგისტრაციის მომენტიდან, მესაკურე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ) მისი კუთვნილი ნივთი " - ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4657
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
89
მაი 15 პარ 2026
89