დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტთან ბატონ ლაშა აბაშიძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა. მშენებლობა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დასრულდება.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვან პროექტი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება ტერიტორიის შემოღობვა სკვერით, გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. კერძოდ გაფართოვდება საზოგადოებრივ ცენტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყობა გარე განათების სისტემა. ცენტრის საშუალებით მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს 200 -ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. აიღოს დაბადების, ქორწინების მოწმობები, ატესტატი და ა.შ. აღნიშნული ცენტრის მშენებლობა მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საკუთრების რეგისტრაციის მომენტიდან, მესაკურე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ) მისი კუთვნილი ნივთი " - ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს.