1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა. ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" დაქვემდებარებაში შემავალმა საბავშვო ბაღებმა (ცხრა საბავშვო ბაღი). ღონისძიების პროგრამა იყო მრავალფეროვანი.
ბავშვებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები. პატარებს ლამაზი დღე მიულოცეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საესტრადო სტუდიის აღსაზრდელებმა. აღსანიშნავია, რომ ააიპ "დმანისის სკოლამდელი აღზრდის სამსახურმა" საბავშვო ბაღები დაასაჩუქრა სათამაშოებით.