დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი მერიაში
05 ივნ 2018
 

მერიის ,,ქალთა ოთახში" დასრულდა ფინანსური მენეჯმენტის შემსწავლელი უფასო სამ თვიანი კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისთვის ფინანსური მენეჯმენტის შესწავლას.

გიორგი ტატუაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

- ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები" ახორციელებს ,,ევროკავშირი საქართველოსთვის" დაფინანსებულ პროექტს ,,არა, ოჯახში ძალადობას! აღნიშნული პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახში" მერიის საქმიანობის გათვალისწინებით სამი თვის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე მიმდინარეობდა ფინანსური მენეჯმენტის შემსწავლელი უფასო სამ თვიანი კურსი. ტრენინგი ქალბატონებისათვის იყო განკუთვნილი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ჯონი სიმონიშვილი - პედაგოგი

- სწავლება განისაზღვრებოდა სასწავლო პროგრამის მიხედვით, მსმენელები დიდი ინტერესით გამოირჩეოდნენ, შესაბამისად აკადემიური დასწრებაც აქტიური იყო. დავალება იყო როგორც საშინაო, ასევე სააუდიტორიო, რომლებსაც მონაწილეებმა წარმატებით გაართვეს თავი.

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - ბადრი სუბარი, რომელმაც კურსდამთავრებლებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3202
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები