დღეს ააიპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - "ოლიმპიზმი" რეგიონული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ წარმოადგინეს პრესენტაციები, გაიმართა ვიქტორინა, მოეწყო დისკუსია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ღონისძიებას სხვადასხვა თაობის ქართველი ოლიმპიელები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგები ესწრებოდნენ. ღონისძიება საჩვენებელი ვარჯიშით საქართველოს ძალოსანთა გოგონების ნაკრებმა გაალამაზა. ნაკრები ამჟამად წვრთნებს ქალაქ დმანისში ძალოსანთა საწვრთნელ დარბაზში გადის.
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
33
ნოემ 14 ხუთ 2024
337
ნოემ 12 სამ 2024
452
ნოემ 08 პარ 2024
513
ნოემ 01 პარ 2024
718
ოქტ 31 ხუთ 2024
617