დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ამ წუთებში მერიის საკონფერენციო დარბაზში წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებისათვის ატარებს ტრენინგს
11 ივნ 2018
 

ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებისათვის ატარებს ტრენინგს სახელწოდებით: "შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესება ქვემო ქართლის რეგიონში". მოხალისეები პროექტის ფარგლებში განახორციელებენ კარდაკარ ვიზიტებს ადგილობრივ მოსახლეობაში, რისკ ჯგუფების გამოვლენის და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის დასკრინინგების მიზნით. როგორც ტრენინგზე აღნიშნეს საქართველოში დიაბეტის რისკი მაღალია და ის არის დიაბეტის მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის. სამწლიანი პროექტი, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა, გულისხმობს მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლენას, მართვის გაუმჯობესებას და სკრინინგს. პროექტის დასასრულს კი ჩატარდება დასკვნითი შეფასებითი კვლევა, რომელიც სამი წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების პროგრესს გამოავლენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4658
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1819
ივნ 24 ოთხ 2026
1816