მიმდინარე წლის 6-13 ივნისს ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრში ააიპ "დემოსის" ორგანიზებით ჩატარდა კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“, რომლის მიზანიც იყო ქართული ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაცია. კონკურს -ფესტივალი მოიცავდა ქვემო ქართლის რეგიონს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ინდივიდუალური შემსრულებლები და გუნდები. კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: რუსუდან სებისკვერაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე, ლაშა რამიშვილი და ილია გელაშვილი, გამოავლინეს გამარჯვებულები. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “კიდევაც დაიზრდებიან“ (ხელმძღვანელი თამარ შარგიანი) გუნდებს შორის დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო ინდივიდუალურ საესტრადო კონკურსში სხვადასვა ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი წილად ხვდათ ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საესტრადო სტუდია“მიქსი“-ის აღსაზრდელებს - ანი სუბელიანს და გიგა გიგაურს (ხელმძღვანელი მარიამ ქოჩორაძე).
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
206
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
622