დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების კამპანია გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება საბაჟო საკითების (ექსპორტი-იმპორტი), ასევე საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და მოგების გადასახადის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპატარის მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული კამპანიის მიზანია არაქართულენოვანმა მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.
სიახლეები
არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების კამპანია გრძელდება
18 ივნ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3026
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
206
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
621