არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ევროპელის“ ორგანიზებით მიმდინარე წლის 24 ივნისს ქალაქ დმანისს ეწვია ვეტერან მორაგბეთა ასოციაცია - „მისიონერების“ ფონდი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქველმოქმედება და რაგბის პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში ფონდის წევრები შეხვდნენ დმანისელ ბავშვებს, მშობლებს და რაგბით დაინტერესებულ საზოგადოებას. შეხვედრაზე ისაუბრეს რაგბის მნიშვნელობასა და მის როლზე თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ასევე მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე. ღონისძიების მეორე ნაწილში ვეტერანმა მორაგბეებმა ჩაატარეს მასტერკლასი, რომელში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ სიბოლური საჩუქრები, ხოლო სკოლებს რაგბის ბურთები. ღონისძიებას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად.
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
206
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
621