დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა
17 ივლ 2018
 

17 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. 

▶️მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ საბჭოს წევრებთან ერთად, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.

✔️შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელის შემადგენლობაში გუბერნიისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არიან. ჯგუფის წევრები, ვიცე-გუბერნატორის, ალექსანდრე მეტრეველის ხელმძღვანელობით, ქვემო ქართლში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელებენ და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში.

➡️სხდომის მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის შექმნის საკითხს. დაისახა კონკრეტულად განსახორციელებელი გეგმები, რომელიც პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს. 

➡️სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ფარგლებში მოხდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 2018 წლის დმანისის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა.

☑️დიდი დმანისის-დმანისი გომარეთი-ბედიანის გზიდან სოფელ უსეინქენდი, სალამალეიქი, მამიშლარის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 41 800 ლარი, რეგ. ფონდი 794 200 ლარი, სულ 836 000 ლარი.

➡️– სოფელ გომარეთში ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა და შიდა გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 16 502 ლარი, რეგ. ფონდი 313 533 ლარი, სულ 330 035 ლარი. 

➡️– სოფელ კამიშლოში მისასვლელი გზისა და შიდა გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 12 000 ლარი, რეგ. ფონდი 228 000 ლარი, სულ 240 000 ლარი. 

➡️სოფ. ჯავახში სანიაღვრე არხების და შიდა გზების რეაბილიტაცია–მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 27 200 ლარი, რეგ. ფონდი 142 800 ლარი, სულ 170 000 ლარი. 

☑️– ტურისტული საინფორმაციო ცენტრისათვის შენობის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 4 000 ლარი, რეგ. ფონდი 76 000 ლარი, სულ 80 000 ლარი. 

☑️სოფელ საკირეში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 57 500 ლარი, რეგ. ფონდი 87 500 ლარი, სულ 145 000 ლარი.

☑️– სოფელ ბოსლებში გზის მოხრეშვა–მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 116 500 ლარი, რეგ. ფონდი 87 500 ლარი, სულ 204 000 ლარი.

☑️სოფელ ტნუსში შიდა გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 68 500 ლარი, რეგ. ფონდი 87 500 ლარი, სულ 156 000 ლარი. 

☑️– სოფელ პანტიანში შიდა გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 73 500 ლარი, რეგ. ფონდი 87 500 ლარი, სულ 161 000 ლარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2363
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები