მიმდინარე წლის 20 ივნისს, ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა ,,Open Air “ სტილის კონცერტი, სადაც ჯგუფმა ,,ნემომ" და ,,ასკრიონმა" წარმოადგინეს ცნობილი როკ ჯგუფების სინგლები. მუსიკალური ჯგუფის წევრები არიან დმანისელი ახალგაზრდები ლუკა ზარანდია და ,,იქს ფაქტორის" მონაწილე ირაკლი არღვლიანი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ფესტივალში ,,სხვა საქართველო სად არის". კონცერტის დასასრულს ირაკლი არღვლიანს, სტუდიის ხემძღვანელს დათო ბერულავას და ტექნიკურ ოპერატორს ვასილი დაუთაშვილს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის სახელით გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
88
დეკ 30 ორშ 2024
672
ნოემ 22 პარ 2024
591