იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროექტს „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ – მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო დღეები მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, პროექტის ფარგლებში „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, HEKS-EPER Georgia-ს და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას და ბარათაშვილის ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან კობა მურადაშვილთან ერთად ტურისტული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
1. სოფელ დიდ დმანისში მოეწყობა ბელვედერი ;
2. სოფელ ვარდისუბნიდან სოფელ მაშავერის მიმართულებით საცალფეხო ტურისტული ბილიკები გაკეთდება.
დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კონკურსის ფარგლებში, "ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში" , მუსიკოსი - გიგი გეგელაშვილის და ინგა ბერაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა მოადგილეებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლ;ებთან ერთად პატივი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიაგეს.
გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესი ადგილზე მოინახულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორობის სახალახო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.
დმანისის მუნიციპალიტეტში, ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ფეინთბოლში ჩატარდა ჩემპიონატი. ჩემპიონატში მონაწილეობა 15 - 29 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს. ღონისძიების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა სპორტის განვითარება და მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
სოფელ იფნარში ჭაბურღილის მოწყობის, წყლის რეზერვუარის მშენებლობის და სოფლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება.სოფელ იფნარის მოსახლეობას აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მიაწოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები არიფ სულეიმანოვი და თემური ზურაბიშვილი.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილამა, სამედიცინო ინვენტარი დმანისის რაიონულ საავადმყოფოს გადასცეს. ინვენტარის ჯამური ღირებულება არის - 43789 ლარი. რაიონულ საავადმყოფოში ვიზიტს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს.
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "Art-გენი 2022-ის" რიგით მეცხრამეტე კონცერტი გაიმართა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები: