ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე, სარაგბო კლუბი "ყოჩების" ადმინისტრაციის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დმანისის, ბოლნისის და კაზრეთის "ყოჩების" ფესტივალი ჩატარდა.
"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის“ გახსნასთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ დმანისის საჯარო სკოლების V-VII კლასის მოსწავლები. გოგონებში გამარჯვება მოიპოვა სოფელ ბოსლების სკოლის გუნდმა, ბიჭებში სოფელ განთიადის სკოლის გუნდმა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა, გამარჯვებულ გუნდებს თასი და ფეხბურთის ბურთი გადასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახლადრეაბილიტირებული სარეპეტიციო დარბაზი გახსნა.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. გახსნის ღონისძიებას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან, თემური ზურაბიშვილთან, არიფ სულეიმანოვთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა. ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები დაურიგდათ. Ⴑპორტული მოედანი დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო.
პროექტის "ახალგაზრდული სათათბიროების განვითარების" ფარგლებში, რომელსაც გერმანელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს "ორგანიზაცია world vision საქართველო, ჰაგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ახალგაზრდულ საკითხებში, ჰაგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს წევრები ხელმძღვანელთან და ახალგაზრდული მუშაკებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ დმანისის მუნიციპალიტეტს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან თემური ზურაბიშვილთან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
აქციაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი საჯარო მოხელეებთან ერთად ჩაერთვნენ.
საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ასევე მერის მოადგილეებმა კახა პეტრიაშვილმა და თემური ზურაბიშვილმა, ქალაქ დმანისის პირველი და სოფელ სარკინეთის ახლად რეაბილიტირებული ბაღიდან მიულოცეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილესთან, თემური ზურაბიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კარაბულახის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დმანისის ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქალაქ დმანისის N 1, N 3, ქვემო ოროზმანის და სოფელ ამამლოს საჯარო სკოლიდან მიულოცა.
სოფელ გომარეთში მიმდინარეობს გზის საფარის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს სასმელი და ტექნიკური წყლის მილსადენების სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის მოწყობას თავისი სანიაღვრე არხებით და ეზოს მიერთებებით.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგი საკითხები განიხილეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით, დმანისში ლეგენდარული ანსამბლი ქართული ხმები და ფონდი "დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის" , მიერ წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ, მუსიკალური კომპოზიცია "წუთისოფელი".
არქეოლოგიურ სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის.
საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველო, ახალგაზრდულ ასოციაცია დრონისთან და გერმანულ ორგანიზაცია East-West-East-თან და სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებთან ერთად ახორციელებს პროექტს ახალგაზრდული საბჭოების მხარდაჭერისათვის - "ახალგაზრდული პოტენციალის ხელშეწყობა”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კობა მურადაშვილმა დმანისში 19 ოჯახს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით საკუთრების მოწმობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადასცა.