დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა წულუკიანთან და რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან.
" დღეს, ქალაქ დმანისის მერის წარმომადგენლებს ახალი სივრცე გადავეცით, აქ მათ დახვდათ კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, რისთვისაც მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელობას. ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია და თითოეული წარმომადგენლისგან განსაკუთრებული მონდომება იქნება საჭირო, რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული გამოვიდეს ", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ტრადიციულად დღესაც მოქალაქეთა მიღება გამართა. კობა მურადაშვილმა მოქალაეების პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა" - ს წარმომადგენლებთან მარინა ფოჩხუასა და თამარ ინალიშვილთან და პროექტის ”მხარდაჭერის სახლი” - ს დმანისის ფილიალის მენეჯერთან ეკატერინე ოქრიაშვილთან.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრა სოფელ გომარეთში გაიმართა, რომელსაც ახლომდებარე სოფლების: სარკინეთის, განახლების, ველისპირის, მამულოსა და ქციას მოსახლეობა შემოუერთდა და კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 65 - მა მოქალაქემ გაიკეთა. მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩამოვიდა.
გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე სხვას“ დმანისში უანგარო დონორთა აქცია კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა. აქციაში მერის პირველ მოადგილესთან , კახა პეტრიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მერიის თანამშრომლებმა და საკრებულოს წევრებმა.
ვარდისუბნის ახლადრეაბილიტირებულ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან , გოგი მეშველიანთან ერთად გახსნა და აღსაზრდელებს და ბაღის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა. " დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების ბაღი შეემატა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. თვითმმართველობის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები COVID19-ის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვით განვახორციელეთ. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობა, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები და სამზარეულო. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები. სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. საერთო ღირებულებამ შეადგინა 600 000 ლარამდე." - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშილმა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ დავით კაჭარავამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ რაგბის პროფესიონალურ დონეზე განვითარების შესახებ, პირადად შეხვდნენ რაგბის უფასო პროგრამაში ჩართვის მსურველებს და სიმბოლურად საჩუქრად რაგბის ბურთები გადასცეს.
ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ინიციატივა გააცნეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, 18 იანვრიდან ქალაქ დმანისში, სრულიად უფასოდ საბავშვო (საფესტივალო) რაგბის კლუბი "დმანისი ყოჩები" გაიხსნება.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ღონისძიებას ტრადიციულად დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. სახელწიფო დროშები გამოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე.
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია დმანისის მოსახლეობასთან კომუნიკაცია.
კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
- შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობას, რის შემდეგაც " პირველკლასელთა აკადემია", სამომავლოდ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რაც დმანისელ პატარებს ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს.
დღეს საახალწლო ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწყო. გაიმართა საშობაო ბაზრობა, საბავშვო ღონისძიებები, სახის მოხატვა, ილუზიონისტის შოუ. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ საბავშვო სტუდია ბზიკები.
მერის პირველა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა, კომპანია"გევა"-ს დირექტორს, რომეო აბრამიანს დმანისის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტების ჯეროვნად შესრულებისთვის და დმანისის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობის სიგელთან ერთად საახალწლო ტკბილეულის ნობადი გადასცა.