დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან თემური ზურაბიშვილთან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
აქციაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი საჯარო მოხელეებთან ერთად ჩაერთვნენ.
საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ასევე მერის მოადგილეებმა კახა პეტრიაშვილმა და თემური ზურაბიშვილმა, ქალაქ დმანისის პირველი და სოფელ სარკინეთის ახლად რეაბილიტირებული ბაღიდან მიულოცეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილესთან, თემური ზურაბიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კარაბულახის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დმანისის ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქალაქ დმანისის N 1, N 3, ქვემო ოროზმანის და სოფელ ამამლოს საჯარო სკოლიდან მიულოცა.
სოფელ გომარეთში მიმდინარეობს გზის საფარის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს სასმელი და ტექნიკური წყლის მილსადენების სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის მოწყობას თავისი სანიაღვრე არხებით და ეზოს მიერთებებით.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგი საკითხები განიხილეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით, დმანისში ლეგენდარული ანსამბლი ქართული ხმები და ფონდი "დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის" , მიერ წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ, მუსიკალური კომპოზიცია "წუთისოფელი".
არქეოლოგიურ სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის.
საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველო, ახალგაზრდულ ასოციაცია დრონისთან და გერმანულ ორგანიზაცია East-West-East-თან და სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებთან ერთად ახორციელებს პროექტს ახალგაზრდული საბჭოების მხარდაჭერისათვის - "ახალგაზრდული პოტენციალის ხელშეწყობა”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კობა მურადაშვილმა დმანისში 19 ოჯახს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით საკუთრების მოწმობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადასცა.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროექტს „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ – მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო დღეები მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, პროექტის ფარგლებში „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, HEKS-EPER Georgia-ს და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას და ბარათაშვილის ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ივლ 16 ხუთ 2026
991
ივლ 09 ხუთ 2026
1813
ივნ 24 ოთხ 2026
1812
ივლ 05 კვ 2026
2069
ივლ 04 შბ 2026
1997

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















