20 ოქტომბრიდან, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, შპს რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს როგორც ჯავშნით, ისე წინასწარი ჯავშნის გარეშე გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.
მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, "საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" ეგიდით, დმანისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზში , საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგმა დავით ჩახუნაშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან ნინო ონანაშვილთან ერთად, ექიმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვაქცინაციის მარათონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,EDUKATOR"-ის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ქალაქ დმანისში არსებული ომში დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ქალაქ დმანისში, შპს რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით, მოქალაქეების საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კიდევ ერთი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 243 100 ლარად შეიძინა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ლოქჭანდარში რიტუალების სახლი მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 316 702 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თანასწორობის საკითხებზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს,
კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კავშირი „არტ-გენისა“ და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზებით, ქალაქ დმანისში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიგით მე-18-ე ყოველწლიური ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის არტ-გენის რეგიონული ტურნე გაიმართა.
აღნიშნული ფესტივალის მიზანია ქართული შემოქმედების პოპულარიზაცია და ძველი ტრადიციების - ქართული სიმღერა, ცეკვა და ძველი საბრძოლო ხელოვნება-გაცოცხლება, ასევე, უცნობი ოსტატების ნამუშევრების შეკრება და საზოგადოებისთვის გაცნობა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეგიონული დათვალიერება, რომელიც მოიცავდა ფოლკლორულ კონცერტსა და ხალხური რეწვის საგამოფენო სივრცეებს.
გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების „ჰოროლი“ს შოუ.
არტ-გენის რეგიონული ტურნე დასრულდა ბენდ „ჩვენებურებისა“ და ლელა ნაყეურის კონცერტით.
მიმდინარე წლის 20 ივლისს, ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, დაიწყო ტურნირი "შუქრი ჩხეტიანის თასი" ჭადრაკში.
ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სააქტო დარბაზში" ანსამბლ "სახიობას" ფოლკლორულ საღამო გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო დმანისის ფოლკლორულმა ანსამბლმა "შგარიდა".
დმანისის მერი,გიორგი ტატუაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდობის საბჭოს შემადგენლობას შეხვდა
,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან - გიორგი ტატუაშვილთან ერთად, ქალაქ დმანისში მოქმედი ორი საბავშვო ბაღის ორმოცდაათ სოციალურად დაუცველ (სამიდან ექვსი წლის ასაკის) აღსაზრდელებს ჰუმანიტარული საჩუქრები გადასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლევან მანთაშაშვილთან ერთად, სოფელ გომარეთში მიმდინარე საბავშო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე პირადად შეაფასა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრთან თანამშრომლობით (ISCR), ახორციელებს პროექტს "ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობი პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების მიზნით", რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გაიმართა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართეს.
სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან - ლევან მანთაშაშვილთან ერთად ადგილზე შეაფასა.
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქი სიღნაღი, ისტორიული ადგილები, ბოდბის მონასტერი და მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი.