დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2020-11-27

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მერიის ზედამხედველობის და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტურქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე პირადად შეაფასა.

ვრცლად
2020-12-01

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა,   ქალაქ დმანისში, ქეთევან დედოფლის ქუჩისა და წმინდა გიორგის ეკლესიასთან სასაფლაოს გზის   სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე პირადად შეაფასა.

ვრცლად
2020-11-26

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ, სამიზნე ჯგუფთან შეხვედრა გამართა. 

ვრცლად
2020-11-25

კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრსა (REC Caucasus) და დმანისის მერიას შორის ურთიერთგაგების  მემორანდუმი გაფორმდა. მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ პროექტის ფარგლებში   მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა შეხვედრა, სადაც კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრსა (REC Caucasus) და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის  ურთიერთგაგების  მემორანდუმი გაფორმდა. 

ვრცლად
2020-10-10

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტის სააღმზდელო დაწესებულებებს, ბაღებში COVID-19-ის გავრცელების რისკის შემცირებისთვის საჭირო ინვენტარი და მასალა გადასცა.

ვრცლად
2020-10-09

     დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2020  წლის   9 ოქტომბერს  12  საათზე

                                                  მოწვეული  სხდომის  დღის  წესრიგი

 

                                                                          11

 

1

დადგენილება:  ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’  დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2019  წლის 13 დეკემბრის   №24  დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

თ. ტატულაშვილი

 

 

2

დადგენილება:         დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებდმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

ბ. ლაგურაშვილი

 

 

3

დადგენილება:  დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებდმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

თ. ტატულაშვილი

 

 

4

განკარგულება :  დმანისის  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ ქონების   ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურისათვის ’’  უსასყიდლოდ  გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

მომხსენებელი:

გ. ციხელაშვილი

 

 

 

ვრცლად
2020-10-01

პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დაცვა და ხელშეწყობაა.

ვრცლად
2020-09-24

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 329805 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია, სოფელ მამულოს სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

ვრცლად
2020-09-24

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 261468 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ვრცლად
2020-09-23

როგორც დმანისის მერი აღნიშნავს, ქალაქ დმანისის N1, N2 და სოფელ - განთიადისა და ჯავახის საბავშვო ბაღებში სამუშაოები ახლახანს დაიწყო და რეაბილიტაციასთან ერთად საქვაბის ფართის მიშენების სამუშაოები (ბოსლების, გომარეთის, მაშავერის, სარკინეთის, ასევე ქალაქ დმანისში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბაღში) მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-09-18

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ წარმომადგენლებმა, პროექტის ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვრცლად
2020-09-09

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ჩოლოყაშვილის და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, დმანისი-წალკის მაჟორიტართან-კახა ოქრიაშვილთან ერთად გახსნა.

მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ჩოლოყაშვილისა და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე სკვერის მშენებლობა დასრულდა. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორების გადახურული სივრცე, ბილიკები მოპირკეთებულია დეკორატიული ფილებით, გაზონები გამწვანდა, ასევე დეკორატიული ლამპიონები, განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები მოეწყო.

ვრცლად
2020-09-09

სოფელ პანტიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ტატუაშვილი გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 297 მეტრს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და გზა მოასფალტდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს კომპანია შპს ფნს ინშაათ სანაი ვე თიჯარეთი-ის საქართველოს ფილიალი საქართველოში, თანხით 129698 ლარი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

ვრცლად
2020-09-04

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან, პროექტის ფარგლებში: "სოფლად ცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისთვის" სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2020-08-12

ამამლოს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ტატუაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან-შოთა ნიკურაძესთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან-ლევან მანთაშაშვილთან ერთად გაეცნო.

ვრცლად
2020-08-12

პროექტის ფარგლებში სარკინეთის, მაშავერის, იაღუფლოს, კამარლოს, ზემო ოროზმანის, ზემო კარაბულახის, იფნარისა და დაგარახლოს სკოლებს ჩაუტარდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

ვრცლად
2020-08-12

დმანისის მუნციპალიტეტში, სოფელ კაკლიანში (აზერბაიჯანული) ცენტრალური გზიდან სარიტუალო დარბაზამდე მისასვლელი გზის მოწყობა დასრულებულია.

ვრცლად
2020-08-12

სოფელ ველისპირში წყალმომარაგების ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სოფელ ველისპირის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

ვრცლად
2020-08-08

8 აგვისტოს, ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

ვრცლად
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები