დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2020-02-28

სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.
სტადიონი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშილმა მოადგილეებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის შესაბამისად მოხდა სტადიონის შემოღობვა და დამონტაჟდა ახალი სკამები.
სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 12757.96 ლარი შეადგინა.

ვრცლად
2020-02-27

უმაღლესი ხარისხის მინი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ორიარუსიანი მაყურებელთა ტრიბუნა და ორგანყოფილებიანი რეტერატის შენობა მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 218 000 ლარი.
ღონისძიება გაალამაზა ამხანაგურმა თამაშმა მინიფეხბურთში, რომელიც დმანისელი ახალგაზრდების გუნდებს შორის გაიმართა.
თამაშში მონაწილე გუნდებს, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება.

ვრცლად
2020-02-27

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მოადგილეებთან, ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელთან - თემურ ზურაბიშვილთან და ირგანჩაის წარმომადგენელ აჟდარ ახმედოვთან ერთად , სოფელ ირგანჩაიში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილზე პირადად შეაფას

ვრცლად
2020-02-25

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

ვრცლად
2020-02-24

პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დმანისის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო. ასევე მერიის, საკრებულოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა გამოვლინდა.ცენტრის მიერ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ c ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის შესახებ.აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი იქნა 18900 ლარი. (დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 სექტემბრის N58 08 08 განკარგულება პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის 2019-2020 წლების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ).როგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით C ჰეპატიტის სკრინინგი 850 მოქალაქეს ჩაუტარდა.აქციას დიაბეტის პრევენციის პროექტის ფარგლებში შეუერთდა საქართველოს წითელი ჯვრის დმანისის ფილიალი.სკრინინგი ჩაუტარდა 46 მოქალაქეს.

ვრცლად
2020-02-24

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან: ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს სოფელში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოფლის საჭიროებებზე ისაუბრეს.

ვრცლად
2020-02-21

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები::

ვრცლად
2020-02-19

ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ქუჩა N36 ში მდებარე კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კორპუსის სახურავი მიმდინარე წლის 6 თებერვალს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა. მოხდა დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და დაწყებულია ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოები.

ვრცლად
2020-02-17

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 14 თებერვალს დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გავიდა ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სადაც ჩატარდა C ჰეპატიტის სკრინინგი. დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან გამოვლინდა აქტიური ჩართულობა, ცენტრის მიერ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ c ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის შესახებ.

ვრცლად
2020-02-14

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოციალური აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს: ჟენია მახნიაშვილს, მამუკა გრიგალაშვილს, ვასო გვიჩიანსა და ზოხრა კიარიმოვს გადაადგილებისათვის დამხმარე სავარძელ-ეტლებს გადასცა.

ვრცლად
2020-02-11

მიმდინარე წლის 11 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის რეფორმის ფარგლებში კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებების თაობაზე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

ვრცლად
2020-02-10

დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულები: მარიამ გვიდიანი, ირმა მჭედლიძე და მურად გუსეინოვი დმანისის მუნიციპალიტეტის მერს - გიორგი ტატუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ქონდა თანამშრომლობითი ხასიათი. მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევბზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწერბოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ყულიაშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი - მეგი ედიბერიძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელი - ნინო ომიაძე.

ვრცლად
2020-02-10

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ქალაქ დმანისის მესამე საჯარო სკოლაში "მხიარული სტარტები გაიმართა". გამართულ შეჯიბრში დმანისის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა ასპარეზობდა.

ვრცლად
2020-02-05

ჟვანიას სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლის

დღეს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დმანისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო ჯგუფი გაიხსნა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების 23 წარმომადგენელი A 1 დონის კურსზე, 2 სასწავლო ჯგუფში სახელმწიფო ენას შეისწავლიან. ტრენინგები ჟვანიას სკოლის დმანისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ჩატარდება და მას ტრენერები ნაზი იასაღაშვილი და ქეთევან გიორგაძე წარუძღვებიან.

მსმენელებს სწავლის დაწყება მიულოცეს ჟვანიას სკოლის პროექტების მართვისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორმა მარიკა ციბაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა, წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა თემურ ზურაბიშვილმა, ჟვანიას სკოლის დმანისის რეგიონული სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორმა ლია სიხუაშვილმა.

მსმენელებს საჩუქრად გადაეცათ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის სახელმძღვანელოები.

ვრცლად
2020-02-03

მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, ქალაქ თბილისში საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრება ჩატარდა ძიუდოში უმცროსი ასაკის ჭაბუკებში (2003-2004, 2005-2006 წლიანებში).ჩემპიონატში ქალაქ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტსკოლის აღსაზრდელებმა - მერაბ კვიციანმა 55 კგ. წონით კატეგორიაში და საბა მუმლაძემ 50კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს. 

ვრცლად
2020-02-03

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2020 წელსაც განხორციელდება.

ვრცლად
2020-01-30

ა.ა.ი.პ. „დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის“ მართვაში არსებულ 9 (ცხრა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 10 ერთეული ელექტრო ქურის შესაბამისი ღუმელით შესყიდვა -თამდევი მომსახურებით (ტრანსპორტირება+მონტაჟი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განახლების წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მშენებლობის,სოფ. მამულოს წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის, რეზერვუარის და შიდა ქსელის მშენებლობის,სოფ. საკირეს წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის, რეზერვუარის და შიდა ქსელის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების(მიწისზედა ცხოველთა კოდექსით გათვალისწინებული) მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).

100 ცალი სანაგვე კონტეინერების (1100 ლიტრიანი) შესყიდვა

ვრცლად
2020-01-23

მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტი შვიდ სოციალურ პროგრამას დააფინანსებს. პროგრამები ხორციელდება 2020 წლის განმავლობაში. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი.

ვრცლად
2020-01-23

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული "ტრანსპორტით მომსახურების 2020 წლის მუნიციპალური პროგრამა" გრძელდება.

ვრცლად
2020-01-23

ა(ა)იპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურმა", მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის ახალი საბავშვო ლიტერატურა და სათამაშოები შეიძინა.

ვრცლად
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები