დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში ამამლოს, ტყისპირისა და ბაზაქლოს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 14 იანვარს ა(აიპ) ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” საესტრადო სტუდია „მიქსი“ მაყურებლის წინაშე, 1930-1940-1950-1960-1970-1980-1990- იანი წლების ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტებით წარსდგა და ერთი ლამაზი საღამო აჩუქა მათ.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ღონისძიებას ტრადიციულად დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
დმანისში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და სტუდიები.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. 1.დადგენილება: ,, დმანისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ‘’ დმანისის მუნიციპალიტეტიოს საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ადგილობრივ მეწარმეებთან, მერიისა და საკრებულოს, ასევე ა(ა)იპ სამსახურის წარმომადგენლებთან შრომის უსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული სიახლეები და მოსალოდნელი ცვლილებები უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით.
"მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ხანდაზმულებზე, განსაკუთრებით კი, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვაა, მსგავსი ტიპის სოციალური აქციები, მუნიციპალიტეტში ტრადიციად იქცა და შემდგომშიც გაგრძელდება" - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშვილმა.
დღეს, ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშვილმა საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, საზოგადოებრივ ცენტრში გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" ინიციატივით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. სოფლის ამბოლატორიაში ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლეოთ. აქციაში მონაწილეობა მიიღი 70 მდე ბენეფიციარმა. მოსახლეობას უფასოდ სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ ნევროლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური და ექოსკოპიური მიმართულებით.
ა(ა)იპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურმა", მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ახალი სათამაშოები, ნაძვის ხის მოსართავები და ბაღის აღსაზრდელებისათვის საახალწლო საჩუქრები შეიძინა.
დმანისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის შესყიდული ახალი სათამაშოები სტანდარტებს შეესაბამება და ჯანმრთელობისთვის უვნებელია. შესყიდვისას გავითვალისწინებულ იქნა არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები.
თანამედროვე სტანდარტების სკვერი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება ატრაქციონები, ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. სკვერში ასევე განთავსდა დასასვენებელი სივრცეები, როგორც ახალგაზრდებისთის ასევე უფროსი თაობისთვის.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქალთა ოთახისა და მუნიციპალიური გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან ძალადობის პრევენციის მიზნით, ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში შეხვედრის დროს, მოსახლეობის მიერ დასახელებულ საჭიროებას სოფელში გასართობი სივრცის მოწყობა წარმოადგენდა. სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღჩალარში, მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში შეხვედრის დროს, მოსახლეობის მიერ დასახელებულ საჭიროებას გარე განათების მოწყობა წარმოადგენდა.
სამხარეო ადმინისტრაცისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ რეაგირება მოახდინეს. კერძოდ, სოფელი ბაღჩალარი ამ ეტაპისთვის სრულად უზრუნვეყოფილია გარე განათების სისტემით, დამონტაჟებულია 50 ვატიანი LED სანათები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 46 193 ლარს, დაფინანსების წყაროს ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს გამოკვეთილ საჭიროებებზე რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ლოქჭანდარის, გორას, კამიშლოსა და გუგუთის მოსახლეობას შეხვდნენ, სოფლებში აქტუალურ საკითხებს გაეცნენ და ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნბულთან, შოთა რეხვიაშილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში მიმდინარე ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო.