დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ერთ ჰექტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სრულიად უსასყიდლოდ დაუმუშავებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ერთად კულტურისა და დასვენების სკვერში არსებული საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით შეჯიბრი ,,გეზრბენში’’გაიმართა. ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მონაწილეობდნენ. შეჯიბრში გოგონებმა 600 და ბიჭებმა 800 მეტრ დისტანციაზე ირბინეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას , ფერმერებსა და მერის წარმომადგენლებს "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის" პროგრამა გააცნეს.
29 მარტს ღონისძიება გაიმართა "საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე", სადაც პრეზენტაციით წარსდგა დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა პროექტის ფარგლებში"საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე" განხორციელებულ აქტივობებზე და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშროლობით გასატარებელ ღონიძიებებზე.
დღეს საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა მიკრო და მცირე ბიზნესების საჭიროებებისა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების გამოვლენას.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, სახლში ესტუმრა და სიმბოლურად მათი ტრადიციების გათვალისწინებით ტკბილეულისგან შემდგარი კალათები გადასცა.
მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილისა და ლიბერთი ბანკის დმანისის ფილიალის მმართველის ილარიონ ხორგუანის ერთობლივი ძალისხმევით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი გაიხსნა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს.მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან იღებს და არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას ჰპირდება.
მიმდინარე წლის 15 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით 2 ტრენინგი ჩაატარა ოჯახში ძალადობის საკითხებზე „იყავი მის ადგილზე“.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, მერია ნანა უბილავას ლექსების კრებულის გამოცემას დააფინანსებს.
ქალაქ დმანისში, 26 მაისისა და გორგასლის ქუჩებზე სასმელი წყლის კოროზირებული მილი ახალი, პლასტმასის მილით იცვლება.
მოსახლეობის მომართვიანობიდან გამომდინარე სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში ამოქმედდა მეორე სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც სკოლამდელ განათლებას 40 აღსაზრდელი მიიღებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა, სადაც ადგილობრივები წელს განსახორციელებელ პროექტებს პრიორიტეტების მიხედვით ასახელებდნენ.
"აღნიშნული პროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ, მუნიციპალიტეტში რეგისტირებულ პირებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ დასამუშავებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სოციალური სარეგისტრაციო ქულა არ აღემატება 65000 სს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა,
ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული შეხვედრების გრაფიკი გააცნო.
აპრ 30 ხუთ 2026
1380
აპრ 30 ხუთ 2026
1569
აპრ 28 სამ 2026
1516
აპრ 28 სამ 2026
1533
აპრ 28 სამ 2026
1525

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















