14 ივნისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფარგლებში შეხვედრები შემდეგი შედეგებით დასრულდა:➡️"განთიადი"-"კარაბულახი პენლები 3:4,➡️"მაშავერა"-"ამამლო" 2:4,➡️"ბავარია"-"H1N1" 5:3, ☑️აღსანიშნავია, რომ დღეს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება ნახევარფინალური ეტაპი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ➡️"ჯავახი"-კარაბულახი",➡️"ბავარია"-"ამამლო".
მიმდინარე წლის 6-13 ივნისს ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრში ააიპ "დემოსის" ორგანიზებით ჩატარდა კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“, რომლის მიზანიც იყო ქართული ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაცია. კონკურს -ფესტივალი მოიცავდა ქვემო ქართლის რეგიონს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ინდივიდუალური შემსრულებლები და გუნდები.
13 ივნისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფარგლებში შეხვედრები შემდეგი შედეგებით დასრულდა: "განთიადი" - "დმანისი" 5-3; "ჯავახი"-თამადა" 5-3 ; "კარაბულახი"-"გომარეთი" 5-0; "მაშავერა-"ოროზმანი" 9-1.
დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შესახებ - "აწარმოე საქართველოში" და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.
მიმდინარე წლის ცხრა ივნისს ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლაში, სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგის ნატო კვარაცხელიას ინიციატივით (ნატო კვარაცხელია მუშაობს პროექტით "ასწავლე საქართველოსთვის" ) და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი "ერუდიტი".
ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებისათვის ატარებს ტრენინგს სახელწოდებით: "შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესება ქვემო ქართლის რეგიონში". მოხალისეები პროექტის ფარგლებში განახორციელებენ კარდაკარ ვიზიტებს ადგილობრივ მოსახლეობაში, რისკ ჯგუფების გამოვლენის და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის დასკრინინგების მიზნით.
დღეს ააიპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - "ოლიმპიზმი" რეგიონული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ წარმოადგინეს პრესენტაციები, გაიმართა ვიქტორინა, მოეწყო დისკუსია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
აქ წარმოდგენილმა ახალგაზრდებმა კონკურსის ბარიერი წარმატებით გადალახეს. დღეს ამ შეხვედრით მე მსურდა მათთვის მიმეცა სტიმული იმისათვის, რომ მათი იდეა და კრეატიული შეხედულება ჩემამდე მოვიდეს, მათი განხორციელების გენერირებაში კი მე ვიქნები აქტიური მხარდამჭერი, რომ მუნიციპალიტეტის სერვისები მოსახლეობისათვის იყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და უფრო უკეთესი გახდეს"- ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
გიორგი ტატუაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
- ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები" ახორციელებს ,,ევროკავშირი საქართველოსთვის" დაფინანსებულ პროექტს ,,არა, ოჯახში ძალადობას! აღნიშნული პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახში" მერიის საქმიანობის გათვალისწინებით სამი თვის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე მიმდინარეობდა ფინანსური მენეჯმენტის შემსწავლელი უფასო სამ თვიანი კურსი. ტრენინგი ქალბატონებისათვის იყო განკუთვნილი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(აიპ) ,,სათნოების სახლში" მცირეწლოვანი ბენეფიციარებისათვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება 11 საათზე დაიწყო, სადაც მისულ პატარებს საშუალება ჰქონდათ მულტიპლიკაციური ფილმების ყურების.
მათ სათნოების სახლის ხელმძღვანელმა ნინო კავლელაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საჩუქრებით შემოუერთდა ა/ო "პირველი ევროპელი". პატარებისათვის გამართულ საზეიმო წვეულებას მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა. ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" დაქვემდებარებაში შემავალმა საბავშვო ბაღებმა (ცხრა საბავშვო ბაღი). ღონისძიების პროგრამა იყო მრავალფეროვანი.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტთან ბატონ ლაშა აბაშიძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა. მშენებლობა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს.
დღეს სოფელ გომარეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო მამადაშვილის ინიციატივით "მკითხველის თეატრი"- ს ოთახი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნა თოჯინების თეატრი "პინოქიოს თავგადასავალი", მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები ინგლისურ ენაზე განასახიერეს.
პროექტის ფარგლებში " არა ოჯახში ძალადობას! დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში გაიმართა ჰუმანიტარული აქცია, სადაც ორგანიზაციის წარმომადგნლებმა დმანისელ ოთხ მრავალშვილიან დედას ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ქალაქ დმანისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაცია. სამუშაო ხორციელდება 61295 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან. საერეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის 15 ივნისს.
ქალაქ დმანისში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. გაბაშვილის ქუჩის ჩიხებში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა და რეაბილიტაციის შედეგად გზაზე გადაადგილება კომფორტული გახდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია სოფელ ლოკჭანდარში, სადაც ამ ეტაპზე დასრულებულია გზის მოხრეშვა. გზის რეაბილიტაცია ასევე დასრულებულია სოფელ კარაბულახსა და გოდაგდაგში. აღნიშნული სამუშაოები განახორციელა შპს როუდ სოლუშენმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დღეს, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი სახელწოდებით - "ჩვენ ვსწავლობთ გეოგრაფიას". კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დმანისის N1, განთიადის, მაშავერას და ჯავახის საჯარო სკოლების მე 10-11 კლასის მოსწავლეებმა. კონკურსში თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ლიდერობა არავის დაუთმო სოფელ მაშავერას საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებული გუნდის წევრებმა, წარმატების აღსანიშნავად, დმანისის ახალგაზრდული ცენტრისგან სიგელები და ენციკლოპედიები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები, პედაგოგები, გულშემატკივრები.
მიმდინარე წლის 28-29 მაისს ბულგარეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო დმანისელმა ნოდარ ციხელაშვილმა, რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში ორივე ხელში მოიპოვა ვერცხლის მედლები. აღსანიშნავია, რომ ხვალ და ზეგ ნოდარ ციხელაშვილი იასპარეზებს პარა სპორტსმენებში.