დღესასწაული, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად ახალისებს ახალი წელია. ორი კვირის განმავლობაში საახალწლო განწყობა იყო დმანისის ყველა საბავშვო ბაღში. აღსაზრდელებმა ახალი წლის ზეიმზე ლექსები, სიმღერები წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს.
ყველა აღსაზრდელს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. დღეიდან დმანისის ყველა საბავშვო ბაღში საშობაო არდადაგები დაიწყო, რომელიც 2018 წლის 15 აინვრამდე გაგრძელდება.
ა(აიპ) დმანისის სამუსიკო სკოლის სოფელ ვარდისუბნის ფილიალის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა. ფილიალის აღსაზრდელები მრავალფეროვნი პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. კონცერტს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები. მონაწილე ბავშვებს, მშობლებს, პედაგოგებს წარმატება უსურვა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოქრიაშვილმა.
დმანისის N1 საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმი ჩატარდა. ლამაზად მორთულ დარბაზში ერთმანეთს ცვლიდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ცეკვა, ლექსები, მინიატურული სცენები, ზღაპირის გმირები. პატარებმა ჩვეული სიკეკლუცით აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს და თოვლის ბაბუასაგან საჩუქრებიც მიიღეს.
დამდეგი შობა-ახალი წელი პატარებს, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა ბაღების სტრუქტურულ ერთეულებში გაიმართება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა, არსებული დაბრკოლებები, შესაძლებლობები და გამოწვევები - ამ თემების შესახებ იმსჯელეს დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ ტრენინგზე.
შეხვედრას მხარის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წევრებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებზე და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრეს.
სულ რამდენიმე დღე და ახალი წელი შემობრძანდება.
წელს განსაკუთრებულად ლამაზია ჩვენი მუნიციპალიტეტის ქუჩები და სკვერები, რომლებიც საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით მოირთო.
მერიამ შეიძინა ახალი ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე 10 მეტრია.
ა(აიპ) კულტურის და ხელოვნების ცენტრში 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე ღონისძიებას დაასრულებს ,,ფეიერვერკი“ როგორც სცენაზე, ასევე ღია ცის ქვეშ.
დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთებთან ერთად ახალი წლის მოსალოცად მოწვეული არიან სასულიერო პირებიც.
გელოდებით ყველას !
ერთად შევხვდეთ ახალ 2018 წელს!
ფეხბურთში ქვემო ქართლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე მეორე საპრიზო ადგილზე გასულ დმანისის მუნიციპალიტეტის ჭაბუკთა ფეხბურთის გუნდს და მათ მწვრთნელებს საწვრთნელ მოედანზე წარმატება მიულოცა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა და უსურვა სპორტული წარმატებები.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ოჯახების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განმარტებით, აღნიშნული დახმარებით წელს 122 ოჯახი ისარგებლებს. თითოეული ოჯახი 2 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, გამოვიდა სანახაობრივად ლამაზი და შთამბეჭდავი საღამო, რომელმაც ამაღლებული წინასაახალწლო განწყობა შექმნა მუნიციპალიტეტში.
მიხარია, რომ წელს ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზია, მადლობა ყველას, ვინც შრომა და მონდომება არ დაიშურა და შეეცადა გამხდარიყო დმანისი უფრო ლამაზი და განათებული - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
ფეხბურთში ქვემო ქართლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს რუსთავისა და დმანისის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ჩემპიონატი რომელიც 2004-2005 წლებში დაბადებულებს შორის მიმდინარეობდა 2 თვეა დაიწყო და სულ 14 მატჩი გაიმრთა.
ჩემპიონატში ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დღევანდელი შეხვედრა რუსთავის გამარჯვებით დასრულდა.
საპრიზო ადგილის მფლობელები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წლის შემაჯამებელ სხდომას დაესწრო
26 დეკემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი, წლის შემაჯამებელი, სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და მუნიციპალიტეტებში მომავალ წელს განსახორციელებლი ინფასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.
ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ " 2017-2018 სასწავლო წლის პირველი ნახევრის საანგარიშო ღონისძიება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩაატარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. მსმენელს შესთავაზეს როიალთან შესრულებული ქართული სიმღერები.
ღონისძიებამ თბილ და მყუდრო გარემოში ჩაიარა. დასასრულს პედაგოგებმა და ბავშვებმა წინასწარ მიულოცეს ახალი წელი და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ დამსწრე საზოგადოებას.
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს სოფელ ჯავახის და ქალაქ დმანისის N2 საბავშვო ბაღებში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები, სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელები და აღსაზრდელების მშობლები.
პატარებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულით მიულოცა თოვლის ბაბუამ. ბავშვების მიერ წარმოთქმული ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ხალისიანი განწყობა დიდხანს ემახსოვრება ზეიმზე მყოფ საზოგადოებას.
მიმდინარე წლის 23-24 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო ,,იოტა“-ში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან რეგიონალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა 2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის მუნიციპალიტეტებში განხორციელების ხელშეწყობა. კანონით განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებებისათვის სავალდებულო ეროვნული სტანდარტები და რეგლამენტები, რომელთაგან 4 საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა. ადგილობრივ დონეზე სკოლამდელ მომსახურებაზე, მართვაზე, დაფინანსებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელნი კანონის თანახმად მუნიციპალიტეტები არიან.
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სოფლების მაშავერის და ვარდისუბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს „თოვლის პაპა“ ეწვია.
საახალწლო ატრიბუტებით მორთულ ოთახებში ბავშვები დიდი სიხარულით ელოდნენ ,,თოვლის პაპის“ გამოჩენას. ყველა ცდილობდა თავისი შემოქმედებით მოეხიბლა თოვლის პაპა და საჩუქარი მიეღო. ერთმანეთს ცვლიდნენ სკუპია კურდღლები და ხარბი თაგუნები, ფიფქიები და მატყუარა მელაკუდები.
25 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, აუდიტორიის წინაშე თემატური ანგარიშით წარდგნენ როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი ნაძვის ხის აწყობა უკვე დაიწყო.
მთავარი საახალწლო დეკორაციის მონტაჟი ა(აიპ) კულტირისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
შესაბამისი სამსახურები დღეს დილიდან მუშაობენ.
ახალი ხელოვნური 10 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც მერიამ წელს შეიძინა საზეიმოდ დღეს განათდება.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დასრულებულია საახალწლო განათებების მონტაჟი.
22 დეკემბერს ფიფქიებმა, ფერიებმა და ზღაპრის გმირებმა სოფლების: განთიადის და ბოსლების საბავშვო ბაღებში სტუმრებს და მშობლებს საინტერესო პროგრამები წარუდგინეს. საახალწო გრემომ ბავშვების განწყობა უფრო მეტად აამაღლა. მათ ღონისძიების ბოლოს თოვლის პაპამ საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
ააიპ ,,საგანმანათლებლო ცენტრმა“ 22 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება სპექტაკლში ასახა. რომელშიც „გააცოცხლეს“ ზღაპრებისა და იგავების გმირები. უჩვეულოდ მორთულ სცენაზე როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა ბავშვებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს მოქმედება, რომლის ტექსტებიც გაჯერებული იყო ტოლერანტობით, სიკეთით და რაც მთავარია, კაცთმოყვარეობით. სპექტაკლის დასასრულს ბავშვებმა საგანმანათლებლო ცენტრის სპონსორისგან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია-„სოკარისგან“ საახალწლო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს და ნავთობკომპანია „სოკარის“წარმომადგენლები.
2018 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე საახალწლო განწყობის შესაქმნელად, დმანისის მუნიციპალიტეტში ახალ ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლოდ ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი შედგა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა შპს ,,ავტოლუქსალფა".
შესყიდვის ღირებულება 18575 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 10 მეტრი, ხოლო დიამეტრი 4 მეტრი იქნება, ნაძვის ხე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4 ფერისგან, ნაძვის ხის წიწვები არააალებადი და წყალგამძლე უნდა იყოს.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში თაფლის გადამამუშავებელი მცირე კოოპერაციული საწარმო გაიხსნა. ახალადგახსნილი საწარმო საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურმა დირექტორმა მარსელა მაქსფილდმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დაათვალიერეს და კოოპერატივ „ქციის მონასტრის“ წევრებს შეხვდნენ.