არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დმანისელების“ ინიციატივით 24 მარტს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტის შუქრი ჩხეტიანისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართა
საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი 4000 ლარი გადაეცა შუქრი ჩხეტიანს მკურნალობის კურსის ჩასატარებლად” ისაუბრა : განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა.
24 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი და განსახორციელებელი მასშტაბური ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მიმდინარე წლის 23 მარტს დმანისში 9 აპრილის ქუჩა N32-ში სპორტული დარბაზი გახსნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა.
დარბაზის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ განახორციელა, ხოლო შესაბამისი ფართის მოძიება და სარეაბილიტაციო სამუშაოები უზრუნველყო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტს 100 ახალი ნაგვის კონტეინერი შემატა.
ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის ინფორმაციით კონტეინერები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებზე და სხვადასხვა უბნებში განთავსდება, ასევე მოხდება სოფლებში ძველი კომტეინერების ჩანაცვლება.
პოლონეტის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა დმანისს.
სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სამსახურების წარმომადგენლებმა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სტუმრებს დაათვალიერებინეს დმანისის არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზი და დმანისის ნაქალაქარი.
მიმდინარე წლის 22 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კარაბულახის თემის მოსახლეობას ჩაუტარდება ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება, ასევე აპრილის ბოლოს შეირჩევა კიდევ ერთი თემი.
22 მარტს მთელი მსოფლიო აღნიშნავს წყლის დღეს, რომელიც ცნობილია, როგორც ,,ლურჯი ნაკადულის დღე".
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ტრადიციულად შეუერთდა ,,ლურჯი ნაკადულის დღეს” და მდინარე ,,მაშავერა”-ს სანაპირო ზოლი გასუფთავებულ იქნა პლასტიკური ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან.
შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ააიპ კომუნალური სამსახურის მიერ.
21 მარტს ,,ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული დმანისში სოფელ ქვემო ოროზმანში აღინიშნა.
დმანისში მცხოვრებ ერთნიკურ აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აზერბაიჯანის კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა მიულოცა.
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი დაუნის სინდრომთან დაკავშრებით საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა.
,,თანასწორი განვითარების ხელშეწყობისათვის სასურველია გაიზარდოს მუშაობა თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათი ინფორმირება მოქმედი პროექტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მცირე ბიზნესის წარმოება, რაც მათ მისცემს მეტ დამოუკიდებლობას" - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
მიმდინარე წლის 8 მარტს ,,დმანისის ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით ახალგაზრდები დმანისის ააიპ ,,სათნოების სახლის" ბენეფიციარებს ესტუმრნენ და 8 მარტი მიულოცეს. სიმღერებით და ლექსებით გაახალისეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება ჩატარდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის(PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ საერთაშორისო სააგენტოს(USAID)-ის ფინანსური მხარდაჭერით
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში საღამო გაიმართა, რომელიც დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა: ირინოლა, შგარიდა, დმანისური აისი, ბავშვთა საესტრადო და ხალხური სიმღერის, თეატრალური და ცეკვის, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელმა სტუდიებმა.
დმანისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ქალაქ დმანისის N1 და სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლებში ჩატარდა შიდასასკოლო ინტელექტუალური კონკურსი „წიგნის თარო“. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი წარმატებული გადაცემის „წიგნის თაროს“ ანალოგს. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებში აემაღლებინა წიგნიერების დონე.
სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ღია საკლუბო ჩემპიონატი“ მცხეთა-მთიანეთის თასი-2017“ - ში საჩვენებელ და ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდიის ანსამბლის ,,D-ansi” მოცეკვავეთა ჯგუფმა.
პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცა 6 წლის კატო ადუაშვილს, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს: მარი გადრანმა, მარი ღარიბაშვილმა, თიკა კავლელაშვილმა, ბაჩო სიხუაშვილმა, ელენე და ბარბარე დევნოზაშვილებმა, ქეთი ვიბლიანმა, თეთუ ჩხეტიანმა და დეა დიმოპოლუსმა.
2017 წლის 4 და 5 მარტს განთიადის მინი სტადიონზე გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი ფეხბურთში. ორგანიზატორი იყო დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, კოორდინატორი საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. გამარჯვება მოიპოვა ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი.
ძიუდოს აკადემიაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, დმანისელმა ძიუდოისტებმა: ვანო ნინიაშვილმა -ოქროს, დავით ფილფანმა -ვერცხლის, ბაგრატ ნინიაშვილმა - ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ სამივე სპორტსმენი უახლოეს პერიოდში გაემგზავრება ევროპის თასზე პეტერბურგში, სადაც შეეცდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების მოპოვებას.
მიმდინარე წლის 1 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე, პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სტუდენტებმა გამგებელს გააცნეს პროექტის მიზნები და ამოცანები. გამგებელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს აქტიურობისთვის და პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას დაპირდა.
მიმდინარე წლის 1 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა სოციალური აქციის ფარგლებში, სოფელ ირგანჩაიში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს ზარნიშან გასიმოვას გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი და საკვები პროდუქტები გადასცეს.
გოგი ბარბაქაძე მოადგილესთან ერთად დაესწრო ქართული ენის გაკვეთილს სადაც აზერბაიჯანელი ბავშვები ქართულ ენას ეუფლებიან პროექტის ფარგლებში ,,ასწავლე საქართველოსთვის" .
გამგებელი პედაგოგიურ კოლექტივს დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურის შეძენას დაპირდა.
ნახევარფინალური ტურისთვის საქართველოს მასშტაბით შეირჩა 100 სკოლა. მათ შორის მოხვდა სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის გუნდი. შეხვედრაზე საჯარო სკოლას მიღწეული წარმატებისთვის გადაეცა კონკურსის ორგანიზატორებისაგან სერტიფიკატი, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტისაგან სამახსოვრო საჩუქარი. საჩუქარი გუნდის ლიდერს გადასცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
ივლ 16 ხუთ 2026
981
ივლ 09 ხუთ 2026
1803
ივნ 24 ოთხ 2026
1801
ივლ 05 კვ 2026
2063
ივლ 04 შბ 2026
1986

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















