,,დავუბრუნდეთ სოფელს” - ამ სლოგანით ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის 28 ივნისს, ფესტივალ ,,არტ-გენს” უმასპინძლა. ფესტივალზე დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს კი ჯგუფების ,,რეგიონის”და “ფრანის”დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ფესტივალის პარალელურად წარმოდგენილი იყო რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, დამთვალიერებლებმა ქართული კერძები დააგემოვნოს და სხვადასხვა ხალხურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალ ,,არტ-გენს“ ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ასევევ სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. პროექტის ძირითად მიზანს საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს. ,,არტ-გენი” 2004 წელს დაფუძნდა, ფესტივალი საქართველოს რეგიონებიდან იწყება და ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იხურება.
მიმდინარე წლის 6 ივლისს 12:00 საათზე საერთაშორისო ორგანიზაცია ACF international ორგანიზებით ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული..
აპრ 30 ხუთ 2026
1356
აპრ 30 ხუთ 2026
1566
აპრ 28 სამ 2026
1507
აპრ 28 სამ 2026
1526
აპრ 28 სამ 2026
1512

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 
