დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

"დიდგორობა2018"
12 აგვ 2018
 

▶️2018 წლის 12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 897-ე წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. 

▶️ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

▶️ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, გუბერნატორის მოადგილეები კახა კობერიძე და ზაურ დარგალი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი. ,,დიდგორობა“ ადგილობრივებთან ერთად აღნიშნეს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმაც.

▶️სახალხო დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. თავდაცვის მინისტრმა ორ სამხედროს, უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.

▶️ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივცეები სხვადასხვა მუნიციპოალიტეტებისთვის,სადაც წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები.

▶️საგამოფენო სივცეში წარმოდგენილი იქნა დმანისის მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიული მასალები,ხატვისა და რეწვის ნიმუშები.

▶️ შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები. 

▶️დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ააიპ“დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა".

▶️სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციალიტეტის სპორტსმენებმა.

#დიდგორობა2018

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4336
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    95
    მაი 15 პარ 2026
    97