აქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე4 პუნქტის ,საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო შენობა ნაგებობებზე, (სასაფლაოს ტერიტორია,ეკლესია,მეჩეთი.სინაგოგა,და სხვა),კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე,სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობების ინტერიერებისა და ექსტერიერებში.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა
3. პლაკატის გაკვრა ასევე დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე
4. ამ დადგენილების პირველი მე-3-პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით
5. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
6. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 05 აგვისტოდან.
http://www.dmanisi.gov.ge/files/uploads/დადგენილება N18 არჩევნები (1).pdf