დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

უმთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა
24 აგვ 2018
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს აქტიურ სამუშაოებს,დმანისის  ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის თაობაზე.

გამოცხადებული ტენდერის  საფუძველზე  „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურება“ შერჩულ იქნა კომპანია,რომელიც უზრუნველყოფს  2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულების დადებიდან ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ზემოთ აღნიშნული მომსახურების შესრულებას.

ხელშეკრულების თანახმად,დმანსის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მოხდება 50 უმეთვალყურეოდ დარჩენილი  ძაღლის თავშესაფარში გადაყვანა.

24 აგვისტოს,ჯგუფის მიერ განხორციელდა პირველი გასვლითი რეიდი,რის შედეგადაც მოხდა უმთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.

აღნიშნული აქტივობა ეტაპობრივად  მოიცავს ქალაქ  დმანისის მთელ ტერიტორიას .

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4671
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1819
    ივნ 24 ოთხ 2026
    1817