დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში, ღია ცის ქვეშ, დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური პროექტის „პიანინო“-ს ფარგლებში კონცერტი გაიმართა
30 აგვ 2018
 

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებულის, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტის დავით ალადაშვილის და “მაგთის“ მუსიკალური პროექტის ფარგლებში კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. 30 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ, დავით ალადაშვილმა მსმენელს ცნობილი კლასიკური მუსიკის შემსრულებლების ნაწარმოებები შესთავაზა.

ეს იყო დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც წინასწარ შერჩეულ ადგილზე ტრანსფორმირდა სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანა კლასიკური მუსიკა.

"პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა" - აღნიშნეს ორგანიზატორებმა. კონცერტის დასრულების შემდეგ ბავშვებს საჩუქრად სამახსოვრო მაისურები გადაეცათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3642
 
 
 
სიახლეები
 

    2025 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები