დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა "მსოფლიო დასუფთავების დღეს" ,რომელიც მიმართულია მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლისკენ.
აქციაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 150 ქვეყანა დევიზით: "Let's Do It! World" - "მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის"
მსოფლიო დასუთავების აქცია დაიწო 10 საათზე და 24 საათის განმავლობაში მოიცავს მსოფლიოს ყველა სასაათო სარტყელს.
აქციაში მონაწილეობდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები,ასევე დასუფთავების სამსახურის, ა.ა.ი.პ დმანისის კულტურის სამსახურის, ა.ა.ი.პ სკოლამდელი აღზრდის სამსახურის, ა.ა.ი.პ საბიბლიოთეკო სამსახურის, ა.ა.ი.პ საგანმანათლებლო, ა.ა.ი.პ ჯანდაცვის, დასუფთავების სამსახურის ,სამხედრო, ა.ა.ი.პ სათნოების სახლისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები
აღსანისნავია, რომ დასუფთავების აქციაში ჩაერთო დმანისის მუნიციპალიტეტიში არსებული 16 ადმინისტრაციული ერთეული.
აქციაში აქტიურად იყო ჩართული დმანისის მუნიციპალიტეტში არსეული არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი"ს წარმომადგენლები და მოხალისეები.
დასუფთავების აქცია ჩატარდა "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" ინიციატივით, პროექტი "დავასუფთაოთ საქართველოს" ხელშეწყობით
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიტორია, დმანისის მუნიციპალიტეტის არანაკლებ 30 სოფელი.