დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
17 სექ 2018
 

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, დმანისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ ბელა ტატუაშვილთან ერთად , დმანისის № პირველი, № მეორე, № მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

დმანისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა,ბელა ტატუაშვილმა, მოსწავლეებსა და პედაგოგ მასწავლებებს გააცნო 2018-2019 სასწავლო წლების პროცესში შესული ცვლილებები.

 № მეორე საჯარო სკოლაში,დმანსის მუნიციპალიტეტის მერმა, დამსახურებულ პედაგოგებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სიგელები.

" ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლების ადმინისტრაციასა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.

ასევე მეთორმეტე კლასელებს ვუსურვოთ წარმატება, რადგან მათ წინ ელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპი,როდესაც დატოვებენ სკოლის კედლებს და გახდებიან სტუდენტები.

ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნისვნელოვანია განათლებული თაობების აღზრდა ,რადგან სწორედ განათლებული თაობა არის ჩვენი საქართველოს განვითარების საწინდარი.

ასევე მე დიდ წარმატებებს ვუსურვებ პირველ კურსელებს რომლებმაც წელს ჩააბარეს გამოცდები" განაცხადა მისალოც სიტყვაში გიორგი ტატუაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4350
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    132
    მაი 15 პარ 2026
    127